ჩვენ შესახებ

 

-ადგილობრივი წარმოების  კომპანია ,,სენსესის“ ისტორია სათავეს 1999 წლიდან იღებს და, უკვე თითქმის 20 წელია, რაც მაღალი ხარისხის თანამედროვე, დახვეწილ, კომფორტულ, თქვენს გემოვნებაზე მორგებულ მატრასებსა და სხვადასახვა საოჯახო ტექსტილს გთავაზობთ.
ყველაფერი კი, ლეიბების გაახლებით დაიწყო. თავდაპირველად იყო მცირე ზომის ფართი, ერთი ცალი დაზგა-დანადგარი და მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი. ჩვენი მცირე, მაგრამ მოტივირებული და მიზანდასახული გუნდი, ყოველთვის ცდილობდა თანამედროვე მოთხოვნებისთვის აეწყოთ ფეხი. სწორედ ამის დამსაურებაა, რომ ,,სენსესი“ დღეს,  თანამედროვე ტიპის მანქანა – დანადგარებს, საწარმოსა და 100 – მდე თანამშრომელს აერთიანებს. ამასთან, ჩვენ მიერ შექმნილი სხვასახვა სახის საოჯახო ტექსტილი, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით მაღაზიაშია წარმოდგენილი.

ჩვენ ვქმნით მაღალი ხარისხის საოჯახო ტექსტილს, რათა უფრო მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოთ თავი.

კომპანიის განვითარების 20 წლიანი ისტორია და არსებული მდგომარეობა, გვაძლევს საფუძველს თამამად ვთქვათ, რომ ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი გვიჭირავს.

ჩვენი გუნდი უფრო მეტი მოტივაციით, მიზნითა და ენთუზიაზმით აგრძელებს ქართული პროდუქციის შექმნას და სიახლეების დანერგვას.

საბნები 

გთავაზობთ როგორც მატყლის, ისე ბამბისა და სინთიპონის საბნებს.

მატყლი – საბანი დამზადებულია 100%-ით ნატურალური მასალისგან, კარგად ინარჩუნებს ტემპერატურას და არ იწვევს ოფლიანობას. ეფექტურია წლის ნებისმიერ დროს.

ბამბა – დამზადებულია 100%-ით ნატურალური ბამბისაგან, უსაფრთხოა ალერგიულებისთვის, სრულად შთანთქავს ტენს;

სინთიპონი -ანტიალერგიული,ჰაერგამტარი, არ იწოვს ნესტს და სუნს.  საბანი დალიანდაგებულია, რაც უზრუნველყოფს შემავსებლის თანაბრად განაწილებას მთელ საბანზე.

რატომ სენსესი 

 

იმიტომ, რომ ვქმნით ქართულს. გთავაზობთ სხვადასხვა ზომისა და ხარისხის მატრასებს, მატრასის დამცავებს, საბნებს, ბალიშებს, თეთრეულებსა და პირსახოცებს როგორც სახლისთვის, ისე სასტუმროებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისათვის.

 მატრასები   

გთავაზობთ მატრასებს სხვადასხვა შიგთავსით –  შეფუთული ზამბარით, ბონელის ზამბარით, ვისკოს ელასტიური მახსოვრობის ღრუბლით, ჟაკარდის ქსოვილის ზედაპირითა და ა. შ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ შექმნილ მატრასებზე, სწორედ ამიტომ, 5 – დან 10  წლამდე ვადით საგარანტიო პერიოდს გთავაზობთ.

მატრასის დამცავი

 გთავაზობთ სხვადასხვა ზომის მატრასის დამცავებს როგორც სილიკონიზირებული სინთიპონით, ისე წყალგაუმტარი, ხაოთი დაფარული ზედაპირით; უფრო მეტი კომფორტულობისთვის კი, თითოეულ მათგანს ოთხივე კუთხეს, რეზინის დამჭერები აქვს.

ბალიშები 

გთავაზობთ ბალიშებს სხვადასხვა შემავსებლით-ქათმის,ბუმბულით,გედის ბუმბულით,სილიკონიზირებული სინთიპონით. ყველა მათგანი  მაღალი ხარისხის ზედაპირით გამოირჩევა, ადვილია მოსავლელად და ანტიალერგიულია.

საწოლის თეთრეული

გთავაზობთ სხვადასხვა ხარისხის საწოლის თეთრეულებს – სატინა, ბამბა, ბამბუკის ბოჭკო და ა. შ ყველა მათგანი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, არ ბუსუსდება, ფერის მიმართ მდგრადია და ანტიალერგიულია.

10

პროდუქციის სახეობა

105

თანამშრომელი

3

ფილიალი

Back to Top