ჩვენს შესახებ
-ადგილობრივი წარმოების კომპანია ,,სენსესის“ ისტორია სათავეს 1999 წლიდან იღებს და, უკვე თითქმის 20 წელია, რაც მაღალი ხარისხის თანამედროვე, დახვეწილ, კომფორტულ, თქვენს გემოვნებაზე მორგებულ მატრასებსა და სხვადასახვა საოჯახო ტექსტილს გთავაზობთ. ყველაფერი კი, ლეიბების გაახლებით დაიწყო. თავდაპირველად იყო მცირე ზომის ფართი, ერთი ცალი დაზგა-დანადგარი და მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი. ჩვენი მცირე, მაგრამ მოტივირებული და მიზანდასახული გუნდი, ყოველთვის ცდილობდა თანამედროვე მოთხოვნებისთვის აეწყოთ ფეხი. სწორედ ამის დამსაურებაა, რომ ,,სენსესი“ დღეს, თანამედროვე ტიპის მანქანა – დანადგარებს, საწარმოსა და 100 – მდე თანამშრომელს აერთიანებს. ამასთან, ჩვენ მიერ შექმნილი სხვასახვა სახის საოჯახო ტექსტილი, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით მაღაზიაშია წარმოდგენილი. ჩვენ ვქმნით მაღალი ხარისხის საოჯახო ტექსტილს, რათა უფრო მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოთ თავი. კომპანიის განვითარების 20 წლიანი ისტორია და არსებული მდგომარეობა, გვაძლევს საფუძველს თამამად ვთქვათ, რომ ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი გვიჭირავს. ჩვენი გუნდი უფრო მეტი მოტივაციით, მიზნითა და ენთუზიაზმით აგრძელებს ქართული პროდუქციის შექმნას და სიახლეების დანერგვას.

რატომ სენსესი

იმიტომ, რომ ვქმნით ქართულს. გთავაზობთ სხვადასხვა ზომისა და ხარისხის მატრასებს, მატრასის დამცავებს, საბნებს, ბალიშებს, თეთრეულებსა და პირსახოცებს როგორც სახლისთვის, ისე სასტუმროებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისათვის.
ბალიში
გთავაზობთ ბალიშებს სხვადასხვა შემავსებლით-ქათმის,ბუმბულით,გედის ბუმბულით,სილიკონიზირებული სინთიპონით. ყველა მათგანი მაღალი ხარისხის ზედაპირით გამოირჩევა, ადვილია მოსავლელად და ანტიალერგიულია.
როგორ მზადდება ბალიში
Back to Top