მიმწოდებელი კომპანია

შპს „სენსესი 2021“ ინტერნეტ მაღაზიით ნებისმიერი ნივთის შეძენისას გადამზიდავ კომპანიას წარმოადგენს შპს „საქართველოს ფოსტა“.

პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს სატრანსორტო კომპანიისგან დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს „სენსესი 2021“-ს შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@senses.ge, ან დაუკავშირდეს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე: 032 2 04 08 00. გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში შპს „სენსესი 2021“-ს აღარ არის ვალდებული განიხილოს წარმოქმნილი პრეტენზიები.

ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე, თუმცა ჩვენ არ გვსურს პასუხისმგებლობა ავიღოთ შუამავალი კომპანიების შეცდომებსა და შესაძლო უხარისხო მომსახურებაზე, ამიტომ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის შეფუთვა მანამ, სანამ ხელს მოაწერენ სატრანსპორტო აგენტის შესაბამის დოკუმენტაციაზე. გზავნილის შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, მომხარებელს უფლება აქვს სატრანსპორტო კომპანიისგან არ ჩაიბაროს გზავნილი ან სატრანსპორტო აგენტთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობასა და მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს.

დაუზიანებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ, გადაუღოთ მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@senses.ge

მიწოდების ფასები და პერიოდი

სტანდარტული მიწოდების პერიოდი შეადგენს 1-5 სამუშაო დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოების ვადა გაიზარდოს რის შესახებაც გაცნობებთ ოპერატორი. მიწოდების ფასი განისაზღვრება შესყიდვის მოცულობის მიხედვით, 80 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში მიწოდება არის უფასო, 80 ლარამდე შენაძენზე მიწოდების საფასურია 7 ლარი.

რეალიზებული ნივთის გაყიდვის შემდეგ კომპანია სენსესი-ს ქოლ ცენტრის მხრიდან ხდება მომხმარებელთან დაკავშირდება და მიტანის დროზე შეთანხმება, თუ შეთანხმებულ დროზე მომხმარებლის ბრალეულობით ვერ მოხდა ნივთის მისამართზე მიტანა ეს პროცესი იწყება ახლიდან, ხდება დაკავშირება, მიტანის დროზე შეთანხმება და მიწოდება. გაითვალისწინეთ, რომ მისამართზე განმეორებითი ტრანსპორტირება არის ფასიანი. ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ გადამზიდ კომპანიას. 

მიწოდებისა და მიტანის პირობები

თუ ჩვენს სისტემაში თქვენს შეკვეთას აქვს სტატუსი ჩაბარებულია და თქვენ არ მიგიღიათ გზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვწეროთ ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@senses.ge და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ კომპანია იზრუნებს ნებისმიერი გაუგებრობის/ხარვეზის დროულად აღმოფხვრაზე.

შეზღუდული პასუხისმგებლობა

შპს „სენსესი 2021“ – ის ინტერნეტ მაღაზია წარმოდგენილია ‘ისეთი როგორიც არის’ და ‘ისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელი’ პირობით და მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობას. შპს „სენსესი 2021“ არ აგებს პასუხს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.

ნივთის გადაზიდვის შედეგად დამდგარ ზიანზე ერთპიროვნულად პასუხს აგებს გადამზიდავი კომპანია, თუმცა, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს შპს „სენსესი 2021“ -ის შესაბამის სამსახურს ნებისმიერი არასასურველი გარემოების შესახებ და კომპანია იტოვებს უფლებას, თვითონ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დაფიქსირებული პრობლემის თაობაზე.