შპს „სენსესი 2021” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 445610214; მისამართი: საქართველო, ქალაქი ბათუმი, პარმენ რურუას ქუჩა, N 1, ბინა 21 შემდგომში „გამყიდველი“) ვებ-გვერდით სარგებლობით, უფლებას ვაძლევ გამყიდველს:
ა) მის მიერ შესაბამისი სახელშეკრულებო ან საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით დაამუშავოს ჩემი ან/და ჩემ მიერ წარმოდგენილი მესამე პირების პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.
ბ) ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია შესყიდვის თაობაზე (მოქმედების ვადა, სტატუსი, ფასი და სხვ.) ხელმისაწვდომი გახადოს მისი იმ დასაქმებულისათვის, შესაბამისი ანგარიშთა მმართველის ან აგენტისათვის, რომლებსაც ასეთ ინფორმაციაზე წვდომა ესაჭიროებათ მათი მოვალეობების შესრულებისათვის ან/და გამყიდველის მიერ მისი შესაბამისი სახელშეკრულებო ან საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულებისათვის.
გ) პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დაამუშავოს ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე გადასცეს აღნიშნული მონაცემები დაკავშირებულ (აფილირებულ), ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებს/პირებს იგივე მიზნებისთვის.
ამასთან, ვადასტურებ, რომ:
დ) შემძენი (მესაკუთრე) მესამე პირის შემთხვევაში, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების (იმ შემთხვევაში, თუ თანხის გადამხდელი და ნივთის მიმღები სხვადასხვა პირია) ჩემს მიერ გამყიდველისათვის მიწოდების საფუძველია მონაცემთა სუბიექტების ინფორმირება და ნებაყოფლობითი თანხმობა მათი პერსონალური მონაცემების გამყიდველის მიერ დამუშავების თაობაზე და სრულად ვარ პასუხისმგებელი აღნიშნული მონაცემების გამყიდველისათვის გადმოცემაზე;
ე) ვფლობ სრულ ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების და ჩემი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, კანონმდებლობით – “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით მონიჭებული უფლებების, კერძოდ, მონაცემთა დამმუშავებლისგან ჩემი მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის და განადგურების თაობაზე.
ვ) გამყიდველის მიერ ჩემი/მარწმუნებლის პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად, ამასთან, ინფორმირებული ვარ ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ ჩემ მიერ გაცხადებულ თანხმობაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვის თაობაზე და რომ უფლებამოსილი ვარ მივიღო ინფორმაცია კომპანიისგან ჩემს/მარწმუნებლის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოვითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება კომპანიის იურიდიულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის, კომპანიის ტელეფონის ნომერზე (032 2 04 08 00) ზარის განხორციელების ან კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: info@senses.ge ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.