რა უნდა ვიცოდეთ ორთოპედიული მატრასის შესახებ?!

რა არის ორთოპედიული მატრასი?

ორთოპედიული მატრასი ეს გახლავთ ხერხემლის და კიდურების სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც ძილის დროს ზურგის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას უზრუნველყოფს. ორთოპედიული მატრასი გამოჩნდა დაახლოებით 1950-იან წლებში, მას შემდეგ, მატრასების ბევრმა ცნობილმა მწარმოებელმა გამოუშვა ორთოპედიული მატრასების საკუთარი ხაზი მრავალი ვარიაციით, მომხმარებლის სხვადასხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სინამდვილეში ახლა ორთპედიული მატრასი შექმნილია იმაზე მეტის გასაკეთებლად, ვიდრე ზურგის ტკივილის შემსუბუქება და ხერხემლის გასწორება გახლავთ, ისინი ასევე ფოკუსირებულია უფრო გამდიდრებული და ჯანსაღი ძილის გამოცდილებაზე.

როგორ მუშაობს ეს მატრასი?

იმის გამო, რომ ხერხემალი პასუხისმგებელია თქვენი სხეულის ჯანსაღ მდგომარეობაზე მთელი დღის განმავლობაში, ის განიცდის უამრავ ცვეთას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მას საშუალება მივცეთ დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს ღამით, რათა ანაზღაურდეს მისთვის მიყენებული ზიანი დღის განმავლობაში, თუ თქვენი მატრასი ამას ვერ აკეთებს, ამან რეალურად შეიძლება გამოიწვიოს ცუდი პოზა, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი და გრძელვადიან პერსპექტივაში შფოთვაც კი. მეორეს მხრივ, თუ უკვე დაგიდგინდათ ზურგისა და ხერხემლის ჯანმრთელობის პრობლემები მიზანშეწონილია გადახვიდეთ სანდო ორთოპედიულ მატრასის ბრენდზე. ზურგის ტკივილისათვის საუკეთესო ტიპის მატრასი გახლავთ მაღალი ხარისხის ორთოპედიული მატრასი.

რას ამბობენ ორთოპედიის სპეციალისტები და ექიმები?

ექსპერტები თვლიან, რომ უმოქმედობის, სტრესის და ცუდი პოზის ზრდა დროთა განმავლობაში ყველაზე მეტად აისახება ჯანმრთელობაზე. ამან გამოიწვია ზურგის ტკივილის სამკურნალო საშუალებებზე მოთხოვნის ზრდა. ორთოპედიული მატრასი ლიდერობს სიას, რადგან ეს არის ყველაზე მოთხოვნადი გზა თქვენი ზურგის მოვლისთვის დიდი ძალისხმევის გარეშე. ორთოპედიის სპეციალისტები გვირჩევენ გამოიყენოთ ორთოპედიული მატრასები, რომლებიც გამოცდილი და სერტიფიცირებულია სანდო სამედიცინო ორგანოს მიერ, როგორც ყველაზე უსაფრთხო არჩევანი.

ვის სჭირდება ორთოპედიული მატრასი?

თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც განიცდის რეგულარულ დისკომფორტს ძილის დროს, რაც იწვევს ყოველ დილით წელის ტკივილით ან ტკივილებით გაღვიძებას, აუცილებლად უნდა გადახვიდეთ ორთოპედიულ მატრასზე. მეორეც, თუ დიაგნოზი დაგისვეს, რომ გაქვთ ხერხემლის გასწორების პრობლემა ან ზურგის/კისრის პრობლემები, უმჯობესია დაიწყოთ ორთოპედიულ მატრასზე ძილი.
და ბოლოს, თუ გრძნობთ, რომ ცუდი პოზა გაქვთ, კისერი, მხრები და ზურგი მუდმივად დაძაბულია ხანგრძლივი სამუშაო საათების გამო ან მიდრეკილია სახსრების ან კუნთების დაზიანებებისკენ, რეკომენდებულია ინვესტიცია ჩადოთ ორთოპედიულ მატრასზე და შეიძინოთ ის უმაღლესი ხარსიხის.

ორთოპედიულ მატრასებში რამდენიმე სახეობა არსებობს :

⚫ ერთიანი კონსტრუქციის ზამბარებით; 
⚫ ინდივიდუალური ზამბარებით;
⚫ ზამბარების გარეშე;

  • 📝 ჩვენ კი წარმოგიდგენთ თითოეულის დანიშნულებას :
    🔹 ერთიანი კონსტრუქციის ზამბარებით – მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობს შედარებით ნაკლები ღირებულებისა და გამძლეობის გამო – საკმაოდ დიდ წონას უძლებს. რადგან ამ მატრასებში ზამბარები ერთმანეთთანაა დაკავშირებული რკინის კონსტრუქციით, ზეწოლის შედეგად ტალღის ეფექტს ქმნის და ამიტომ არაკომფორტულია ორი ადამიანისთვის განკუთვნილი საწოლისთვის.

    🔹 ინდივიდუალური ზამბარებით – პირველ რიგში, ეს მატრასები სხეულის მოძრაობისას ტალღებივით არ ირწევა, მატრასში განთავსებული ზამბარები ცილინდრის ფორმის გახლავთ და ცალ-ცალკეა მოთავსებული ბუდეში, ზეწოლის შედეგად მხოლოდ ის ზამბარა იკუმშება, რომელზეც ხდება უშუალოდ შეხება, რაც შემდგომ უზრუნველყოფს ხერხემლის წერტილოვან ფიქსაციას.

    🔹 ზამბარების გარეშე – ზამბარების მაგივრად გამოყენებული გახლავთ მყარი მასალა როგორიცაა : ნატურალური, სინთეტიკური ან კიდევ კომბინირებული. მისი შიგთავსი შეიძლება ერთგვაროვანი მასალით იყოს დამზადებული ან კიდევ ფენებად დაყოფილი. ძირითადად, გამოიყენებენ ქოქოსის ქერქრს – ეს განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის გახლავთ რეკომენდებული, იმიტომ რომ ის ადვილად იწოვს სინესტეს.

ორთოპედიული მატრასის დანიშნულება – ეს დამოკიდებულია გამოყენებულ მასალაზე. უხარისხო, იაფი ნედლეულისგან დამზადებული მალე იტკეპნება, ხოლო ე.წ მემორის ფენა      ( ღრუბელი ) რომელსაც მახსოვრობის უნარი აქვს და მასზე დაწოლის შემდეგ ზედმიწევნით იმეორებს სხეულის ფორმას, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

👉 ამ კატეგორიაში იდეალურად ითვლება ისეთი მოდელები, რომლებშიც ფენები:
🔸ხარისხის;
🔸მოქნილობის;
🔸სირბილის;
🔸სიმყარის;
მიხედვითაა შეხამებული.


👉 ამ ტიპის მატრასებს ზამბარიანთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ არ ჭრაჭუნობს, მსუბუქია (რაც მოსახერხებელია მისი უპრობლემოდ გადმოსაბრუნებლად) და უფრო დიდხანსაც ძლებს – დაახლოებით 15 წელი აქვს ექსპლოატაციის ვადა (ზამბარიანი საშუალოდ 10 წელს მოგემსახურებათ).

მატრასები სიმაგრის მხრივ – სიმაგრის მხრივ კი მატრასები რამდენიმე დონისაა. ყოველ ადამიანს შესაფერისი დონე სჭირდება: ზოგი ადამიანი რბილს ანიჭებს უპირატესობას, ზოგისთვის კი ექსტრამაგარია რეკომენდებული.

🔹რბილი რეკომენდებულია მსუბუქი წონის ადამიანისთვის და ასევე მათთვის, ვისაც ზურგის ტკივილი აწუხებს ან სახსრებისა და სისხლძარღვების პრობლემები აქვს.

🔹ჩვენ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც რბილ მატრასებს ვურჩევთ, რადგან მათი ძვლები უფრო მგრძნობიარეა და მაგარი ზედაპირი დისკომფორტს შეუქმნით ძილისას.

🔹 ვისაც სქოლიოზი ან ოსტეოქონდროზი აწუხებს, მათთვის მაგარი მატრასებია რეკომენდებული, მაგრამ ხერხემლის თიაქრის შემთხვევაში – რბილი.

არსებობს ასევე კომბინირებული სიმაგრის მატრასები –
🔹ერთ მხარეს რბილია
🔹მეორე მხარეს მაგარი
შესაბამისად, თუ ხერხემლის ტკივილი შეგაწუხებთ, შეგიძლიათ მაგარი ზედაპირით ისარგებლოთ, სხვა შემთხვევაში კი გადმოაბრუნოთ და რბილი ზედაპირით ისიამოვნოთ.

მატრასების მოვლა – რაც შეეხება მატრასების მოვლას, ისინი პერიოდულად ( 3 თვეში ერთხელ )  უნდა გადმოაბრუნოთ ხოლმე, რათა თანაბარი ფორმა შეინარჩუნოს და ასევე – შეძლებისდაგვარად გაანიავოთ.

მახასიათებლები :

  • ხერხემლის ფიქსაცია ფიზიოლოგიურად სწორ მდგომარეობაში;
  • სხეულის კუნთების ოპტიმალური მხარდაჭერა;
  • სხეულის კუნთების რელაქსაცია;
  • ტონუსის ნორმალიზება კუნთებსა და წელის სარტყელში;
  • ძილის ხარისხის გაუმჯობესება.

ყურადღებით გაეცანით ზემოთ მითითებულ ინსტრუქციას და თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს. ჩვენ ნებისმიერ თქვენს მოთხოვნას გავითვალისწინებთ!

ჩვენ ვიყენებთ Cookies, რათა გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება ჩვენს ვებსაიტზე. ამ ვებსაიტის დათვალიერებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას
მთავარიკატეგორიებიAccount
Search