რბილი ავეჯი

რა მიეკუთვნება რბილ ავეჯს?

რბილი ავეჯი არის კომფორტული ავეჯის პროდუქტების კოლექტიური სახელწოდება რბილი ელემენტით დასაჯდომად და წოლისთვის. რბილი ავეჯი მოიცავს:

  • დივანი
  • დივან-საწოლ
  • საწოლი
  • ტახტ
  • კუშეტკა
  • სკამ
  • სავარძელი
  • ბანკეტკა
  • პუფი-ბანკეტკა

რბილი ავეჯი განკუთვნილია სახლში მცხოვრებთათვის და მათი სტუმრებისთვის,ყველაზე ხშირად რბილი ავეჯი სახლის მისაღებ და მოსასვენებელ ნაწილებშია-ხოლმე წარმოდგენილი.

ამ პოსტში, ჩვენ ვისაუბრებთ, თუ რას წარმოადგენს რბილი ავეჯი, გადავხედავთ დიზაინის ისტორიას, გამოვყოფთ რამდენიმე უპირატესობას და გაგიწევთ რეკომენდაციას, როგორ აირჩიოთ რბილი ავეჯი, რომელიც საუკეთესოდ მოერგება თქვენს ცხოვრების წესს. მაშ,ასე!დავიწყოთ!

რბილი ავეჯის წარმოება ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მომდინარეობს და უკავშირდება სიტყვა “upholder”-ს, რომელიც აღნიშნავდა ვაჭარს ან ხელოსანს, რომელიც ინახავდა საქონელს. თავიდანვე, ავეჯის მწარმოებლები ცხოველების ტყავს ამაგრებდნენ ხის ჩარჩოზე ლურსმნების გამოყენებით. ეს პრაქტიკა საბოლოოდ განვითარდა და მოგვიანებით უკვე მოიცავდა ბალიშებს, ფხვიერ ბალიშებს და ბალიშებს, რომლებიც სავსე იყო ისეთი მასალებით, როგორიცაა ცხოველის თმა (ჩვეულებრივ, ცხენის თმა).

როგორ შევარჩიოთ რბილი ავეჯი სწორად?

როდესაც მივდივართ იმ დასკვნამდე,რომ სახლის გადასახალისებლად და მეტი სტილისა თუ სიმყუდროვის შესაქმნელად რბილი ავეჯის შეცვლა გვესაჭიროება და ვღებულობთ ყიდვის გადაწყვეტილებას,როგორც ყველა სხვა შემთხვევაში და ნებისმიერი ნივთის შეძენამდე,მნიშვნელოვანია,გავერკვიოთ რიგ მახასიათებლებში,რაზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი არჩევანის გაკეთებამდე და რაც ყველაზე მთავარია,გამოვკვეთოთ ჩვენი საკუთარი პრიორიტეტები,თუ რა მიზნით,რა დატვირთვით,რა ნიშით და როგორ ავეჯს ვეძებთ.შესაძლოა,მომხმარებელთა ნაწილისთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ფაქტორი მხოლოდ ფასი აღმოჩნდეს,ნაწილისთვის სტილი და ინტერიერთან თანხვედრა იქნება მნიშვნელოვანი,ნაწილი კი შესაძლოა საშვილიშვილო ხარისხის ავეჯს ეძებს და სწორედ ეს იქნეს მისთვის გადამწყვეტი.

რბილი ავეჯის შერჩევის ძირითადი პარამეტრები:

  • მწარმოებელი

როდესაც ვსაუბრობთ ხარისხზე,პირველი,რასაც უშუალოდ ავეჯის დასამზადებლად გამოყენებულ  ნედლეულამდე უნდა მივაქციოთ ყურადღება -თვით ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა,რადგან საუკეთესო ხარისხის მასალაც კი გამოუსადეგარი გახდება-ხოლმე,თუ არასწორ ადგილას და არასწორ ხელში მოხვდა,ამიტომ ავეჯის შეძენისას,ყოველთვის დააკვირდით მწარმოებელ ქვეყანას,არის თუ არა დახელოვნებული აღნიშნულ საქმეში,რამდენ წელს ითვლის ქვეყნისთვის ავეჯის წარმოების გამოცდილება,რა  პოზიციას იკავებს ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე.

  • ჩარჩოს მასალა და სიმტკიცე.

მწარმოებელი ქვეყნის შემოწმების,საფუძვლიანი რევიზიისა და დამზადების ხარისხში დარწმუნების შემდეგ,მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი-ავეჯის შიგთავსის ხარისხში დარწმუნებაა,რადგან ავეჯი, თურქული რბილი ავეჯი პირველ რიგში ფუნქციონალური ნივთია,რომელმაც უნდა გაუძლოს წონით დატვირთვას და მექანიკურ ზემოქმედებას და მხოლოდ ლამაზ ქსოვილ გადაკრული გარე ფასადი სულაც არ არის საკმარისი გარანტია,რომ ნივთი გამძლე და მყარი აღმოჩნდება გამოყენებისას.აიმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად,უცილებელია დავინტერესდეთ ჩარჩოს,ე.წ. კარკასის  მასალით და შესაბამისად მისი სიმტკიცით,რომელიც წარმოადგენს ავეჯის შეიძლება ითქვას საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას და ხერხემალს.

  • დივან-ტრანსფორმატორების დასაკეცი მექანიზმი.

იმ ტიპის ავეჯისთვის,რომელთა ჩარჩო,კარკასი წარმოადგენს დასაკეც-გასაშლელ ტრანსფორმერს,მნიშვნელოვანია შევამოწმოთ მისი გამოყენების მექანიზმი,რამდენად მსუბუქი გამოსაყენებელია აღნიშნული მექანიზმი და ამასთანავე,რამდენად მყარი,რადგან უნდა აიტანოს გაშლა-დაკეცვის დატვირთვა და გაშლილ მდგომარეობაშიც უნდა იყოს ისეთივე მყარი,როგორიც გაუხსნელ მდგომარეობაში.

 

  • ქსოვილის ტიპი და ნაკერების ხარისხი

მიკროფიბერი ან ხელოვნური ზამში არის ყველაზე პრაქტიკული დივანის გარე ქსოვილი საოცარი მექანიკური თვისებებით. არ ცვდება, არ ელექტრიფიცირებს, არ შთანთქავს სითხეს, არის ჰიპოალერგიული და ინარჩუნებს ფერს.არის ძალიან პრაქტიკული გამოსაყენებელი და მარტივად მოსავლელი.არანაკლებ მნიშვნელოვანია ნაკერების ხარისხი,რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად მოქმედებს,როგორც გარეგნულ იერსახეზე,ისე ექსპლუატაციის ხანგრძლივობის ვადაზე,რადგან უხარისხო ნაკერები მალე ირღვევა,ცვდება,წყდება და ავეჯი კარგავს პირვანდელ ფორმას.

  • შემავსებლის მახასიათებლები

არც ერთი ტიპის ავეჯისთვის არ არის შემავსებელი ისეთი მნიშვნელოვანი,როგორც რბილი ავეჯისთვის,რადგან  რბილი ავეჯის შემთხვევაში სწორედ შემავსებელი განსაზღვრავს ავეჯის ხარისხს,სირბილეს და მისი მოხმარების დროის ხანგრძლივობას,რამდენად სწრაფად შეილახება,დაჯდება შემავსებელი და რამდენად სწრაფად დაკარგავს შესაბამისად ავეჯი პირვანდელ ფორმას.

  • ავეჯის ფერები, ზომები და დანიშნულება

 

ავეჯის ფერები,ზომები და დანიშნულება მეტად სუბიექტური ფაქტორია,ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებთან შედარებით.რა თქმა უნდა,უნდა ვიყოთ გონიერები ავეჯის ფერების და ზომების შერჩევისას,მნიშვნელოვანია,არ დაგვავიწყდეს რა გასაქანს გვაძლევს ჩვენს ხელთ არსებული სივრცე და ისე შევარჩიოთ ზომები.გასათვალისწინებელი ფაქტორია,რა მიზნით გვსურს ავეჯის შეძენა და რა დანიშნულება ექნება მას მომავალში,არის ეს ბავშვის ოთახის ავეჯი,მისაღების თუ ოფისის,ოფიციალური გარემოსთვის განკუთვნილი თუ მყუდრო,შინაური გარემოსთვის.სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით უმჯობესი იქნება ფერების,პრინტების შერჩევა.

  • ავეჯის კომფორტი

ავეჯის კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ავეჯის შერჩევის გზაზე.რბილი ავეჯი ასოცირდება სიმყუდროვესთან,კომფორტთან,რელაქსაციასთან,დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მოსვენებასთან და ძალების აღდგენასთან,შესაბამისად,ძალიან მნიშვნელოვანია,ეს ავეჯი გამოიჩეოდეს სუპერ-კომფორტულობით.გარდა იმისა რომ კომფორტული ავეჯი სასიამოვნო გამოსაყენებელია,ის დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე,რადგან უკომფორტო და გაუმართავი ავეჯი აზიანებს ხერხემლის სისტემას და იწვევს ტკივილს.

აღნიშნული რეკომენდაციების გამოყენება და გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებულ სირთულეებს და დაგეხმარებათ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.