შპს „სენსესი 2021“ გილოცავთ შენაძენს და მადლობას გიხდით , რომ არჩევანი ჩვენზე შეაჩერეთ.
შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს და მომსახურების წესებს.

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონით  ,, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებულ და შპს „სენსესი 2021“-ს მიერ გაცემულ  პირობებს.

თქვენს მიერ შეძენილი  პროდუქტის для матраса )   საგარანტიო მომსახურება განისაზღვრება –   1-დან 10 წლამდე ვადით .

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს :

თუ საგარანტიო ვადაში  ნივთს (მატრასი) აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი – მყიდველმა პრობლემა უნდა დააფიქსიროს შპს ,,სენსესი 2021‘’ ცხელ ხაზზე (ტელ: 0322040800 ). შეკვეთა გაფორმდება ბინაზე მომსახურეობით , რაც გულისხმობს –   მომხმარებელის მისამართზე სერვისის სპეციალისტის ვიზიტს , სპეციალისტი გადაიღებს დაზიანების ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალას და ბრენდის რეკომენდაციის გათვალისწინებით დიაგნოზის პასუხს მომხმარებელი შეიტყობს შეკვეთის დაფიქსირებიდან – 5 /7 სამუშაო დღის ვადაში .

საგარანტიო პირობა მოიცავს გაყიდვის შემდგომ, საგარანტიო პერიოდში ქარხნული წუნის შემთხვევაში მატრასის   უსასყიდლო შეკეთებას,  რაც მოიცავს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

მისამართზე ნივთის დატოვების შემდეგ – თუ  მომხმარებელი აღმოაჩნეს, რომ შეძენილი მატრასის ზომები ან ვიზუალური მხარე შეუსაბამოა  მისი ინტერიერისთვის – გამყიდველი ორგანიზაცია ასეთ დროს სრულად იხსნის ნივთის შეცვლის ან უკან დაბრუნების პასუხისმგებლობას .

საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად  აუცილებელია დაცული იქნეს მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.

ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  • თუ ნივთს გახსნისთანავე დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი – შეძენილი ნივთის მიღებისთანავე შეამოწმეთ მისი ვიზუალური მდგომარეობა კომპანია სენსესის წარმომადგენლის (კურიერის) თანდასწრებით.
  • თუ შპს ,,სენსესი 2021“  დაადასტურებს ქარხნულ დეფექტს ნივთის მიღებისას, ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესის მიხედვით .
  • ნივთის შეცვლა დაშვებულია  მხოლოდ სრული კომპლეტქაციით, აუცილებელია  აქსესაურების შენახვა
  • ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (განსხვავების დაფარვით) ღირებულების შეცვლის მომენტში გაყიდვაში არსებული ნივთით.
  • შეცვლისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება მისი შეძენისას გადახდილი ფასიდან, გაცვლისას მისი ფასიდან (იმ შემთხვევაში როცა  გაყიდვაში არ არის იგივე ნივთი) უმცირესით.

         

  საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება თუ:

  • საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი(დაკარგულია);
  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის საგარანტიო ტალონი(არსებობის შემთხვევაში);
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია  ან გადაკეთებულია;
  • მატრასს  აღენიშნება ვიზუალური და მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
  • მატრასი გამოიყენებოდა მისი  დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით;
  • დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით(ძაბვის ცვლილება),მექანიზმის დანესტიანებით,კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების / პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟი სამუშაოების შედეგად.

ფორსმაჟორული მდგომარეობისას, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე კომპანია სენსესი უფლებამოსილია შეიტანოს კორექტივები წინამდებარე პირობებში, საგარანტიო ვალდებულებებსა და სარემონტო ვადებში.

წინამდებარე საგარანტიო პირობები ძალაში შედის პროდუქცის გაყიდვის მომენტიდან.