- მიწოდება ხდება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე.
- თუ შენაძენის ღირებულება შეადგენს არანკლებ 80 ლარს, მიწოდება გახლავთ უფასო.
- 80 ლარამდე შენაძენის შემთხვევაში მიწოდების საფასური შეადგენს 7 ლარს.
- მიწოდება ხდება საქართველოს ფოსტის მეშვეობით, მიწოდების დროები გახლავთ ორშაბათი-პარასკევი – 09:00 – 18:00 საათი, ხოლო შაბათ დღეს – 10:00 – 15:00 საათი.
- ბათუმის მასშტაბით მიწოდების ვადები გახლავთ 1-2 სამუშაო დღე.
- თბილისსა და სხვა რეგიონების მასშტაბით მიწოდება ხორციელდება 3-5 სამუშაო დღეში.
- ამანათის შეკვეთისას კონკრეტული დროის მითითება არ შეგვიძლია.
- გადახდა შესაძლებელია როგორც წინასწარი ჩარიცხვით, ასევე ფოსტის კურიერთან, თქვენს სურვილზეა გადახდას განახორციელებთ ნაღდი ანგარიშსწორებით თუ ტერმინალით.
- სასურველი ნივთის შეკვეთის მიღებისას, თუ თქვენ გსურთ ნივთის უკან დაბრუნება, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენსგან გამოგზავნილი ნივთი ჩამოვიდა ქარხნული დეფექტის ან დაზიანების შემთხვევაში, ამ დროს ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას რომ ნივთი უკან დავიბრუნოთ.
- სასურველი ნივთის შეკვეთის მიღებისას, თუ თქვენ გსურთ ნივთის გაცვლა, ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ თქვენი ნივთი არ ჩამოვიდა ისეთი, როგორიც თქვენ შეუკვეთეთ, მაგრამ თქვენ ამისთვის უნდა მოახერხოთ ჩვენი დროული გაფრთხილება რათა შემდგომ ჩვენ მოვახდინოთ რეაგირება ამ ყველაფერზე.
- ამანათის მიღებისას, ვალდებული ხართ შეამოწმოთ ამანათის გარე შეფუთვა. თუ ამანათის შეფუთვა დაზიანებულია, გაქვთ უფლება არ ჩაიბაროთ ნივთი, მოითხოვოთ ახალი ნივთი ან გააუქმოთ შეკვეთა. თუ ამანათის გარე შფუთვა დაზიანებულია და ამის მიუხედავად ჩაიბარეთ ნივთი, ჩვენ უარს ვაცხადებით შემდგომში ნივთის წუნდებულობასთან დაკავშირებული პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე.
- საკურიერო კომპანიის მიერ ამანათების ტრანსპორტირებისას დამდგარ ზიანზე, პასუხს აგებს საკურიერო კომპანია,
- თქვენ გაქვთ უფლება ჩვენს ვებ ან ფეისბუქ გვერდზე განთავსებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით შეგვატყობინოთ საკურიერო კომპანიის მიერ გაწეული არასათანადო მომსახურების შესახებ.
- დაუშვებელია კურიერის მოცდენა პირადი საჭიროებების დაკმაყოფილების, ამანათის გახსნის და/ან შემოწმების მიზნით. გახსოვდეთ, რომ კურიერს არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ამანათის უკან დაბრუნების შესახებ;
- ნივთის ჩაბარებამდე 15 წუთით ადრე კურიერი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ მოსვლის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ იქნებით მითითებულ მისამართზე, ჩვენ მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია დაგინიშნოთ ხელახალი რევიზიტი და კურიერი კვლავ მოვა მეორე სამუშაო დღეს თქვენს მისამართზე, ხოლო კვლავ ვერ ჩაბარების შემთხვევაში ნივთი იქნება საქართველოს ფოსტაში, შემდეგომ თუ თქვენ ნივთს ფოსტიდან არ აიღებთ ის ავტომატურად დაგვიბრუნდება ჩვენ.
- მიწოდების ვადის დარღვევის გამო ჩვენ პასუხისმგებლობა დაგვეკისრება იმ შემთხვევაში თუ მიწოდება ხორციელდება ჩვენი კურიერების მიერ.
თქვენი კომფორტი, ჩვენი პასუხისმგებლობაა.
Since 1998 ®