ჩვენ შესახებ

“სენსესი” ტექსტილის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ორი ათეული წელია ნაბიჯ-ნაბიჯ წერს წარმატების ისტორიას.

კომპანია, ამჟამად, ორი მოქმედი პუნქტისგან შედგება, ესენია : სამკერვალო საამქრო და საწყობი. სამკერვალოში ნედლეულისგან დამზადებული პროდუქცია საწყობის მიმართულებით იღებს გეზს, რის შემდეგაც რეალიზდება. კომპანიის ამოსავალ წერტილს ონლაინ გაყიდვები წარმოადგენს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი როლს კორპორატიული გაყიდვები და ფილიალი თამაშობს.
“სენსესი” გაყიდვებს საზღვრებს არ უწესებს და საქართველოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებელს, ადგილზე მიწოდების სერვისს სთავაზობს.

„სენსესი“ წლიდან წლამდე აახლებს კოლექციას, რომელიც გამოიხატება არამარტო დიზაინში, არამედ ფერთა ტონალობაშიც კი. წარმოებული ასორტიმენტი ძალიან მრავალფეროვანია, მათგან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს: მატრასი, ბალიში, საბანი, თეთრეული და ა.შ.

კომპანიის ახალი მიმართულებაა ფარდები, რომელიც ოთახის ინტერიერის მთავარ დეტალს წარმოადგენს. ამ სფეროში დაკომპლექტებული გუნდი სრულად უზრუნველყოფს სრულ მომსახურებას, რომელშიც შედის : ზომების აღება ადგილზე, შეკერვა, დაუთოვება და ჩამოკიდება.

კომპანია განვითარების გზაზეა, აქ დასაქმებული პერსონალი მიმდინარე პროცესების თანახმად, წინსვლაზეა ორიენტირებული, რაც ცხადია, კომპანიის საბოლოო იმიჯსა და კომპეტენტურობაზე მკვეთრად აისახება.