ვირტუალური ინტერნეტ მაღაზია

 www.senses.ge 

სამომხმარებლო შეთანხმება

 

1. ზოგადი დებულებები

  1. წინამდებარე ვებ-გვერდი  www.senses.ge წარმოადგენს ვირტუალურ ინტერნეტ მაღაზიას (შემდგომში გვერდი), რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებელზე პროდუქციის წარდგენა, შეთავაზება და რეალიზება. გვერდის მეშვეობით ნებისმიერი  პროდუქტის შეძენისას მოქმედებს წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმებით (შემდგომში შეთანხმება) დადგენილი წესები, რაზეც მომხმარებელი ავტომატურად აცხადებს თანხმობას გვერდით სარგებლობის შემთვევაში.

  2. გვერდის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, მელოდია, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები, ელექტრონულად ჩამოტვირთვადი თუ სხვა ნაწარმი არის გვერდის საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო საავტორო უფლებათა შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

  3. სავაჭრო სფეროს დინამიურობიდან გამომდინარე შესაძლებელია სამომხმარებლო შეთანხმებაში შევიდეს ცვლილებები ან/და დამატებები. გვერდი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმების პირობები, წესები, ან/და ტარიფები.

  4. კონკრეტულ შეკვეთაზე ვრცელდება შეთანხმების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებდა პროდუქციის შეკვეთის დროისთვის, თუ ეს მომხმარებლისთვის უფრო ხელსაყრელია.  

2. გვერდზე რეგისტრაციისა და ანგარიშით სარგებლობის წესები

    1. მომხმარებლის მიერ გვერდზე შესვლა და ამ გვერდზე ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმა შეასრულოს შეთანხმების პირობები.

    2. გვერდის მეშვეობით პროდუქტის შეძენა შესაძლებელია, როგორც რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშიდან, ასევე რეგისტრაციის გარეშე, მარტივი შესყიდვის გზით. რეგისტრაცია გულისხმობს ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით გვერდზე მოცემული პირობების შესაბამისად, მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და ვირტუალური გასაღების შექმნას, რაც მისცემს პირს გვერდზე ავტორიზაციის გავლის საშუალებას.

    3. გვერდზე სარეგისტრაციოდ  აუცილებელია მიეთითოს სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი და საცხოვრებლის მისამართი, შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს სხვა ინფორმაცია. აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი/უცენზურო სიტყვის მითითება.

    4. მომხმარებლის ანაგრიშის მეშვეობით გვერდზე ავტორიზაციის გავლა და მისით სარგებლობა აკრძალულია სხვა პირებისთვის. ასეთ შემთხვევებზე პასუხისმგებელია რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს თავისი ანგარიშის დაცვა მსგავსი შემთხვევებისგან.

    5. იმ შემთხვევაში თუ რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშით ისარგებლებს სხვა პირი, შეუკვეთავს და შეიძენს გვერდზე წარმოდგენილ პროდუქტს ეს ჩაითვლება იურიდიული ძალის მქონე ქმედებად, შეთანხმება ჩაითვლება ნამდვილად, რასაც მოჰყვება გვერდის მხრიდან შესაბამისი მოქმედება და რაზეც მომხმარებელს არ შეუძლია განაცხადოს პრეტენზია.

    6. საკონტაქტო მონაცემების ცვლილებისას, მომხმარებელი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს თავის მომხმარებლის ანგარიშის მონაცემებში.  წინააღმდეგ შემთხვევაში არსებულ საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება/გზავნილი ჩაითვლება ჩაბარებულად, რაზეც მომხმარებელს უფლება არ აქვს განაცხადოს პრეტენზია. 

    7. ვებ გვერდზე მომხმარებლის ანგარიში გაიხსნება მხოლოდ შეთანხმების პირობებზე დათანხმების შემდეგ. 

    8. მომხმარებლის მიერ შეთანხმებით, მისი რომელიმე დანართით ან/და კანონმდებლობით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გვერდი უფლებამოსილია დაბლოკოს ან წაშალოს მომხმარებლის ანგარიში. გვერდს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მომხმარებლის ანგარიშის წაშლის/დაბლოკვის გამო დამდგარი ნებისმიერი შედეგისთვის.

    9. შეთანხმების მოქმედება შესაძლოა შეწყდეს:
      1. გვერდის მიერ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, თუ მომხმარებელი არღვევს შეთანხმებას;
      2. მხარეთა შეთანხმებით;
      3.მომხმარებლის მიერ გვერდზე საკუთარი მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებით;
      4. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

11.2. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში გვერდი უფლებამოსილია დაბლოკოს/წაშალოს  მომხმარებლის ანგარიში ან/და გააუქმოს რეგისტრაცია.

11.3. მომხმარებლის მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში გვერდი უფლებამოსილია არ განახორციელოს შეთანხმების მოქმედების პერიოდში შეძენილი პროდუქტის მიწოდება თუ პროდუქტის საფასური წინასწარ არ არის გადახდილი მომხმარებლის მიერ.

 

  1. მომხმარებლის ვალდებულებები

  1. მომხმარებელი ვალდებულია:

    1.   იმოქმედოს შეთანხმების პირობების შესაბამისად;

    2. გვერდს წარუდგინოს ზუსტი პირადი თუ სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

    3. სრულად აიღოს პასუხისმგებლობა ყველა იმ მოქმედებაზე, რომელიც ხორციელდება თავისი მომხმარებლის ანაგრიშის მეშვეობით, გვერდით სარგებლობის დროს, პასუხისმგებლობა აიღოს ყველა ოპერაციის შედეგზე, მათ შორის პროდუქტის შეკვეთაზე, გაუქმებაზე და მომსახურების საფასურის გადახდაზე და სხვა;

    4. გვერდის სერვისებით სარგებლობისას უნებართვოდ არ გამოიყენოს სხვისი საბანკო ბარათი.

  1. პერსონალური ინფორმაციის გამოყენების წესი

    1. მომხმარებლის მიერ მითითებული პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია. მისი გამოყენება ხდება მხოლოდ ყიდვა-გაყიდვისა და პროდუქციის მისამართზე მიწოდების მიზნებისთვის და ეცნობება გვერდის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ან ორგანიზაციებს (მაგ: ფოსტა), რომლებსაც აღნიშნული მიზნებისთვის ესაჭიროებათ ეს ინფორმაცია.

    2. მომხმარებელი თანახმაა, რომ გვერდის სიახლეები, მარკეტინგული აქციები ეცნობოს  მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტასა თუ ტელეფონის ნომერზე.

    3. მომხმარებელი უფლებას აძლევს გვერდს ურთიერთანამშრომლობის ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.

  1. გვერდით სარგებლობის წესები

  1. რეგისტრირებულ მომხმარებლებსა შეუძლიათ გვერდზე დატოვონ კომენტარები, შეფასება, განიხილონ პროდუქცია, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, იდეები, დასვან კითხვები. 

  2. გვერდზე აკრძალულია შეურაცხმყოფელი, სხვისი პერსონალური ინფორმაციის ამსახველი, მესამე პირისთვის შეურაცმყოფელი საზიანო, დისკრიმინაციული ან პოლიტიკური  განცხადებების გაკეთება, ასევე აკრძალულია გვერდის მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რაც შეიძლება გამოიხატოს კონკურენტი საწარმოების ან სხვა პირების მიერ გვერდის რეპუტაციის შემლახავი განცხადებებით და სხვა.

  3. გვერდის ადმინისტრაციას აქვს უფლება მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი წესის უგულვებელყოფის შემთხევაში აღკვეთოს ასეთი ქმედება, წაშალოს წესების დარღვევით გამოქვეყნებული განცხადება/კომენტარი, დაბლოკოს და გაუუქმოს მომხმარებელს ანაგრიში ან სხვა.

  1. პროდუქციის შეძენისა და ანგარიშსწორების წესი

    1. გვერდის მეშვეობით პროდუქციის შეძენა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, მათ შორის დღესასწაულებზე, 24 საათის განმავლობაში. 

    2. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტის შეძენისას დეტალურად გაეცნოს პროდუქტის მახასიათებლებს და გვერდის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.

    3. გვერდის მეშვეობით შეძენილი პროდუქტის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორების გზით, ასევე ელექტრონულად ნებისმიერი ბანკის Visa და Mastercard ბარათის მეშვეობით. რის შემდეგაც მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე თქვენ მიიღებთ შეტყობინებას პროდუქტის შეძენის შესახებ.

    4. ნაღდი წესით ანგარიშსწორება ხდება კურიერთან, პროდუქციის მისამართზე მიწოდებისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში კურიერი არ არის უფლებამოსილი მომხმარებელს გადასცეს გზავნილი.

    5. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, მომხმარებელი გვერდის მიერ მითითებულ შესაბამის ველში უთითებს საბანკო ბარათის მონაცემებს და ადასტურებს ოპერაციის შესრულების სურვილს.

    6. პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა საკომისიო ან/და მომსახურების საფასური, მათ შორის საკურიერო მომსახურების ღირებულება.

    7. ზედმეტი თანხის გადახდის შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა დაბრუნდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე. 

    8. იმ შემთხევაში თუ გვერდზე წარმოდგენილი პროდუქტის აღწერილობის ან  ფასის  მითითება მოხდა შეცდომით, გვერდის ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს შეცდომა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა უკვე გადაიხადა შეცდომით მითითებული საფასური მას შეუძლია გააუქმოს შეკვეთა და დაიბრუნოს  თანხა.  აღნიშნული წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც თუ მომხმარელმა უკვე გადაიხადა იმ პროდუქტის საფასური, რომელიც გადახდის დროისთვის უკვე ამოყიდული იყო.

  1. დეპოზიტი და განვადება

    1. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს გევრდის პარტნიორი ბანკების განვადების სერვისით. პროდუქტის განვადებით შეძენის სურვილის შემთხვევაში დამკვეთი/კლიენტი დისტანციურად ავსებს განაცხადს განვადების დამტკიცების შესახებ.

  1. პროდუქტის მიწოდების პირობები

    1. გვერდის მეშვეობით შეძენილი პროდუქტის მიწოდება ხდება საქართველოს მთელ კონტროლირებად ტერიტორიაზე. პროდუქტის მისამართზე მიწოდებას უზრუნველყოფს გვერდი. 

    2. შეძენილი პროდუქტის მიწოდება განხორციელდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე.

    3. გვერდის მეშვეობით შეძენილი ნებისმიერი პროდუქტის მისამართზე მიწოდება ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენაძენის ფასი ნაკლებია 50 ლარზე. სხვა შემთხვევაში პროდუქტის მისამართზე მიწოდება უფასოა. ტრანსპორტირების ვადა დამოკიდებულია მომხმარებლის მისამართის მდებარეობაზე.

    4. შეკვეთის მისამართზე მიტანის მაქსიმალური ვადა და საფასური განისაზღვრება  ყოველ პროდუქციაზე ინდივიდუალურად, რაც მითითებული იქნება პროდუქტის აღწერაში.

    5. გზავნილის კურიერზე გადაცემის შემდგომ მყიდველს მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე ეცნობება გზავნილის ნომერი, რომლითაც ის შეძლებს  გზავნილის სტატუსის შემოწმებას. 

    6. შენაძენის მომხმარებელზე პროდუქტის მიწოდებამდე მისი დაზიანების ან დაკარგვის რისკის მატარებელია გამყიდველი. 

    7. შეძენილი პროდუქტის მიწოდება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში თუ:

      1. პროდუქტის შეძენისას მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართი გაურკვეველია ან/და არასრულია;

      2. მომხმარებელთან ვერ ხერხდება დაკავშირება მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით;

    8. შეძენილი პროდუქციის მიღებისას მიმღები ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელი მოაწეროს გზავნილის მიღება-ჩაბარების აქტს, რის შემდეგაც პროდუქტი ითვლება ჩაბარებულად და არ მიიღება მომხმარებლის რაიმე პრეტენზია.

    9. გვერდის კურიერი უფლებამოსილია არ გადმოგცეთ შეძენილი პროდუქტი თუ: 

      1.  მიმღები უარს განაცხადებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაზე;

      2. მიმღები უარს განაცხადებს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე.

    10.  პროდუქტის  ჩაბარების დადასტურების მიზნით გვერდის კურიერი უფლებამოსილია ვიდეოსაშუალებებით დააფიქსიროს ჩაბარების პროცესი.

  1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება (13)

    1. შეთანხმების მე-10 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება: 

      1. მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან; 

      2. ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან; 

      3. მომხმარებლის მიერ პროდუქტის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან; 

      4. პროდუქტის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან. 

    2. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა გვერდის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან პროდუქტის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის პროდუქტის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. პროდუქტის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ გვერდმა მას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა. 

    3. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. 

    4. მომხმარებელი ვალდებულია გვერდს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას პროდუქტის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება. 

    5. გვერდს არ აქვს უფლება, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმის შევსებისას ხელშეკრულებაზე უარის თქმისთვის მომხმარებელს მოსთხოვოს შემდეგ ინფორმაციაზე მეტი: 

      1. გვერდის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; 

      2. შეკვეთის თარიღი; 

      3. შეკვეთის მიღების თარიღი; 

      4. მომხმარებლის სახელი; 

      5. მომხმარებლის მისამართი; 

      6. მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული); 

      7. ფორმის შევსების თარიღი. 

    6. გვერდს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმა ელექტრონულად ჩაიბაროს. აღნიშნული ფორმის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება დაუყოვნებლივ, ხანგამძლე მატარებელზე. 

    7. მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, თუ მან ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება გვერდს აღნიშნული ვადის ამოწურვამდე გაუგზავნა. იმის მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ამ მუხლის შესაბამისად განხორციელდა, მომხმარებელს ეკისრება.
       

    8. თუ გვერდი მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული პროდუქტის ან მომსახურების დაბრუნების უფლების შესახებ, აღნიშნული პროდუქტის ან მომსახურების დაბრუნება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში. 

    9. თუ გვერდმა მომხმარებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის ათვლის მომენტიდან 12 თვის ვადაში მიაწოდა ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ, პროდუქტის ან მომსახურების დაბრუნების 7-დღიანი ვადა აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან აითვლება. 

  1. ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისები (14)

    1.  მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ: 

      1. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული პროდუქტის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც გვერდი ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა; 

      2. მიწოდებული პროდუქტი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული; 

      3. მიწოდებული პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს; 

      4. მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული პროდუქტი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო; 

      5. მიწოდებული პროდუქტი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს; 

      6. მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა; 

      7. მას ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას; 

      8. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ალკოჰოლური სასმელების მიწოდება, რომელთა ფასი შეთანხმდა ხელშეკრულების დადების მომენტში, ხოლო მიწოდება მოხდება 30 დღის შემდეგ, ამასთანავე, აღნიშნული ფასი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მერყეობაზე, რომელსაც გვერდი ვერ აკონტროლებს. 

  1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები (15)

    1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ. 

    2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში გვერდი  ვალდებულია: 

      1. მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. გვერდი ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან გვერდის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;

      2.  თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა. 

    3. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში გვერდს  უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ პროდუქტს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს პროდუქტის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გვერდმა თავად იკისრა პროდუქტის უკან წაღება. 

    4. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია: 

      1. გვერდს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს პროდუქტი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გვერდმა თავად იკისრა პროდუქტის უკან წაღება; 

      2. გასწიოს მხოლოდ პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გვერდმა თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა. 

  1. პროდუქტის შესაბამისობა (16)

    1. გვერდი ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი პროდუქტი. 

    2. პროდუქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება გვერდის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც გვერდის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ პროდუქტის ნიმუშს ჰქონდა. 

    3. გვერდის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში პროდუქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის პროდუქტად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა გვერდს ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც გვერდი დაეთანხმა. 

    4. თუ მომხმარებელი გვერდს არ აცნობებს იმ მიზნის თაობაზე, რომლისთვისაც მას სურს პროდუქტის გამოყენება, პროდუქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის პროდუქტად მიიჩნევა, თუ იგი ვარგისია იმ მიზნით სარგებლობისთვის, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, გამოიყენება. 

    5. თუ პროდუქტის ჩვეულებრივი გამოყენების მიზანი ვერ დგინდება, პროდუქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის მიიჩნევა, თუ მას აქვს ამ სახეობის პროდუქტის თვისებები და ფუნქციონირებს ისე, როგორც აღნიშნული სახეობის პროდუქტი, ამასთანავე, რისი გონივრული მოლოდინიც მომხმარებელს შეიძლებოდა ჰქონოდა პროდუქტის ბუნებიდან და იმ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც გააკეთა გვერდმა, მწარმოებელმა, მისმა წარმომადგენელმა ან ბაზარზე განთავსებისთვის პასუხისმგებელმა სხვა პირმა, მათ შორის, რეკლამის ან/და ეტიკეტის საშუალებით. 

    6. გვერდის მიერ ან მისი პასუხისმგებლობით პროდუქტის არასწორად დამონტაჟების შედეგად წარმოქმნილი ნაკლი უთანაბრდება პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობას (ნაკლს), თუ პროდუქტის მონტაჟი ხელშეკრულების ნაწილი იყო. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე იმ პროდუქტზე, რომელიც მომხმარებელმა უნდა ააწყოს ან დაამონტაჟოს და რომელიც პროდუქტისთვის დართული ინსტრუქციის ნაკლოვანების გამო არასწორად აიწყო ან დამონტაჟდა. 

    7. ამ მუხლის მიზნებისთვის პროდუქტი ნაკლის მქონედ არ მიიჩნევა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მომხმარებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ პროდუქტს ნაკლი ჰქონდა, ან პროდუქტის ნაკლი მომხმარებლის მიერ მიწოდებული მასალით არის განპირობებული. 

    8. გვერდს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა პროდუქტის ან მომსახურების შესახებ საჯარო განცხადებისთვის, იმ შემთხვევაში თუ:

      1. მას არ ჰქონდა ან ვერ ექნებოდა ინფორმაცია ამ განცხადების შესახებ; 

      2. ხელშეკრულების დადებამდე ამ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია შეიცვალა; 

      3. ეს განცხადება ვერ მოახდენდა გავლენას მომხმარებლის მიერ პროდუქტის ან მომსახურების შეძენაზე. 

  1. მომხმარებლის უფლებები ნაკლიანი პროდუქტის მიწოდების შემთხვევაში (17)

    1. თუ პროდუქტი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, გვერდს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. 

    2. პროდუქტის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, გვერდს მოსთხოვოს პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

    3.  პროდუქტი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება პროდუქტის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს პროდუქტი შეიძინა. 

    4. პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს გვერდის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 

    5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

      1.  ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია; 

      2. გვერდმა პროდუქტი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა; 

      3. გვერდის მიერ პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის. 

    6. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

    7.  მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ პროდუქტის ნაკლი უმნიშვნელოა. 

    8. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: 

      1. პროდუქტის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში; 

      2. პროდუქტის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი; 

      3. პროდუქტის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა. 

  1. მტკიცების ტვირთი და ვადები ხელშეკრულებასთან შეუსაბამობისას (20)

თუ მომხმარებელმა პროდუქტის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქტის მიწოდებისას, თუ, პროდუქტის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი გვერდს ეკისრება. თუ მომხმარებელმა პროდუქტის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქტის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება. 

  1. საგარანტიო პორობები

    1. გვერდი ვალდებულია დაიცვას თავის მიერ გაცემული გარანტია, მათ შორის, შესაბამისი პროდუქტის ან მომსახურების რეკლამაში მოცემული პირობები. 

    2. გარანტია არ ვრცელდება გვერდზე წარმოდგენილ ყველა პროდუქტზე. საგარანტიო პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომელთა აღწერაშიც არის მითითებული ამის შესახებ.

  1. ფორს–მაჟორი

    1. არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, სოციალური აფეთქებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.

    2. თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.

    3. თუ ფორს-მაჟორული გარემოებები გაგრძელდა 1 თვეზე მეტი ვადით, ყოველი მხარე უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება.

  1. სხვა პირობები

    1. შეთანხმებაში არსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში გვერდი უფლებამოსილია მომსახურების შეუფერხებლად მოსთხოვოს მომხმარებელს შეთანხმების პირობებზე ხელმეორედ დათანხმება.

    2. წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შეთანხმებით მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.

    3. შეთანხმებიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებული ყველა დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს. დავის განმხილველი სასამართლოა ბათუმის საქალაქო სასამართლო.